"მეღვინეობა ხარებამ" "IFS Food" სერთიფიკატი უმაღლესი შეფასებით მოიპოვა!
"მეღვინეობა ხარებამ" "IFS Food" სერთიფიკატი უმაღლესი შეფასებით მოიპოვა!
“IFS Food” არის საერთაშორისო სტანდარტი პროდუქციისა და პროცესების შესაბამისობის შესაფასებლად, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის თვალსაზრისით.
"IFS Food" სერთიფიკაცია არის გარანტია მომხმარებლებისა და საცალო მოვაჭრეებისთვის, რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხსა და სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო მოთხოვნას.
„მეღვინეობა ხარება" არის პირველი ქართული მეღვინეობა საქართველოში, რომელმაც შეძლო სურსათის ხარისხის და უვნებლობის ყველაზე მაღალი დონის სტანდარტის დაკმაყოფილება. აუდიტის ჩატარების შედეგად "მეღვინეობა ხარებამ" მიიღო უმაღლესი შეფასება (100-დან 99,06 ქულა).