ვლადიმერ კუბლაშვილის მასტერკლასი KEDGE Business School-სა და INSEEC-ში

"მეღვინეობა ხარებას" მთავარმა მეღვინემ ვლადიმერ კუბლაშვილმა, საფრანგეთში, ბორდოში KEDGE Business School-სა და INSEEC-ის სტუდენტებს ღვინის მასტერკლასები ჩაუტარა.
მასტერკლასების განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ ქართული მეღვინეობის მდიდარ და უნიკალურ მემკვიდრეობას, შეისწავლეს ქართული მეღვინეობის ფართო ლანდშაფტი - მისი მრავალფეროვანი ტერუარები, ძირძველი ვაზის ჯიშები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები.