ყვარლის ღვინის გვირაბი

მეღვინეობა ხარებას უნიკალური ღვინის საცავი

გვირაბი

გვირაბი, რომელიც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა. მთელი წლის მანძილზე გვირაბის ტემპერატურა 12-16°C -მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის. გვირაბში არსებული ღვინის ბოთლები განლაგებულია ჰორიზონტალურად ან თავდაყირა მდგომარეობაში იმისთვის, რომ ღვინის დაძველების პერიოდში საცობი მუდმივად სველი იყოს.

ღვინის გვირაბის საერთო სიგრძე 7.7 კმ-ია, რომელიც ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი გვირაბებისგან შედგება. გვირაბის ორი შესასვლელიდან ერთს ტურისტული დანიშნულება აქვს, ხოლო მეორე შესასვლელიდან ხდება იმ ღვინოების მოვლა და დავარგება, რომლებიც მეტალისა და მუხის ჭურჭელში ინახება. სწორედ ამ ნაწილში შეუძლია სტუმარს დაათვალიეროს ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. ყველაზე ძველი საკოლექციო ღვინო 17 წელს ითვლის.

გარდა გვირაბისა, ტერიტორიაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენს დიდი რეკრეაციული პარკი, მდინარე, უძველესი ქვევრები, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ტრადიციული პურის საცხობი, ჭაჭის სახდელი, უძველესი მარანი საწნახელითა და ქვევრებით, საკალმახე და ფაცხები. აქვე მდებარეობს „მეღვინეობა ხარებას“ ის საკოლექციო ვენახები, სადაც 300-ზე მეტი საკოლექციო ვაზის ჯიშია წარმოდგენილი მთელი საქართველოდან.

გვირაბი

ღვინის გვირაბი

ორშაბათი - კვირა 10:00-18:00

რესტორანი "ხარება"

ორშაბათი - კვირა 10:00-23:00

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით

+995 599 91 89 41

man

ღვინის ტური და მასტერკლასები


ყვარლის ღვინის გვირაბის ტურისტულ კომპლექსში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ „მეღვინეობა ხარებას“ 50-მდე დასახელების ღვინო და მონაწილეობა მიიღონ ისეთ მასტერკლასებში, როგორიც არის ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა.

man
man

რესტორანი „ხარება“
ტურიტული თავგადასავლის შემდგომ, გვირაბის ტერიტორიაზე, სტუმრებს საშუალება აქვთ ეწვიონ რესტორან „ხარებას“ და დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპული კერძები, დატკბნენ ბუნებაში ჩაფლული რესტორნის გარემოთი, რომელიც სტუმარს ქართულ თავგადასავალს სთავაზობს.

man