რქაწითელი

2016

მშრალი თეთრი

ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინოს გააჩნია მსუბუქად გამოხატული ახალი ყვითელი ხილისა და ციტრუსის არომატების. საშუალო სიმაგრის, კარგად დაბალანსებულ ღვინოს თან სდევს ხალისიანი დაბოლოება.

ყურძნის ჯიში
რქაწითელი
რეგიონი
კახეთი
ტექნოლოგია
კლასიკური მეთოდი
ალკოჰოლი
12.0%
მოცულობა
750მგ.
man

დააგემოვნეთ

მშრალი თეთრი რქაწითელის მირთმევა რეკომენდირებულია როგორც თევზთან და ზღვის პროდუქტებთან, ისე ყველთან და ბოსტნეულთან ერთად.
მოხმარების სასურველი ტემპერატურა + 10 – 12˚C

ყურძნის ჯიში

რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია, რომელიც უნივერსალურია გარემო პირობებისადმი კარგი შეგუების მხრივ. ეს ჯიში სიმწიფის დაწყებიდან, თითქმის გადამწიფებამდე ინარჩუნებს შაქრიანობა–მჟავიანობის სასურველ შეფარდებას.
ჯიშური არომატები რქაწითელის ახალგაზრდა ღვინოში სუსტად არის გამოსახული, იგი მხოლოდ დაძველებისას ივითარებს ნაზ და სასიამოვნო ბუკეტს. დაძველებისას იცვლება ღვინის შეფერილობაც და ნაცვლად მომწვანო ჩალისფერისა, იგი ხდება ოქროსფერი.

man
ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ

ალაზნის ველი

ნახევარდ ტკბილი წითელი

მწვანე

მშრალი თეთრი

ალადასტური

მშრალი წითელი ქვევრი