წინანდალი
მშრალი თეთრი
მშრალი თეთრი ღვინო წინანდალი, დამზადებულია კახეთის რეგიონის ყურძნის ჯიშებისაგან: რქაწითელი და მწვანე. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობითა და ხალისიანი, ნაზი ჰარმონიული გემოთი.
მშრალი თეთრი
მშრალი თეთრი ღვინო წინანდალი, დამზადებულია კახეთის რეგიონის ყურძნის ჯიშებისაგან: რქაწითელი და მწვანე. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობითა და ხალისიანი, ნაზი ჰარმონიული გემოთი.
ღვინის მირთმევა რეკომენდირებულია თევზთან, ყველთან, ბოსტნეულთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად.
მოხმარების სასურველი ტემპერატურა +14–15˚C
რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია, რომელიც უნივერსალურია გარემო პირობებისადმი კარგი შეგუების მხრივ. ეს ჯიში სიმწიფის დაწყებიდან, თითქმის გადამწიფებამდე ინარჩუნებს შაქრიანობა–მჟავიანობის სასურველ შეფარდებას.
ჯიშური არომატები რქაწითელის ახალგაზრდა ღვინოში სუსტად არის გამოსახული, იგი მხოლოდ დაძველებისას ივითარებს ნაზ და სასიამოვნო ბუკეტს. დაძველებისას იცვლება ღვინის შეფერილობაც და ნაცვლად მომწვანო ჩალისფერისა, იგი ხდება ოქროსფერი.