კრახუნა

2015

მშრალი თეთრი, ქვევრი

მშრალი თეთრი ღვინო კრახუნა, დამზადებულია ქვევრის მეთოდით, იმერეთის რეგიონში მოყვანილი კრახუნას ყურძნის ჯიშისგან. მუქი ჩალისფერი შეფერილობის ღვინო ხასიათდება ორიგინალური, ჯიშური არომატებითა და ჰარმონიული გემოთი.

ყურძნის ჯიში
კრახუნა
რეგიონი
იმერეთი
ტექნოლოგია
ქვევრი
ალკოჰოლი
12.0%
მოცულობა
750მგ.
man

დააგემოვნეთ

მშრალი თეთრი კრახუნას დაგემოვნება რეკომენდირებულია თევზთან, ბოსტნეულთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად.

მოხმარების სასურველი ტემპერატურა +14–15˚C

ყურძნის ჯიში

კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ძირითადად იმერეთის რეგიონშია გავრცელებული. იმერულ ვაზის ჯიშებს შორის, რთველის ერთნაირ პირობებში, კრახუნა შაქარს ყველაზე დიდი რაოდენობით აგროვებს.
ევროპული წესით დაყენებული კრახუნა მოყვითალო-ჩალისფერია, ხოლო იმერული წესით დაყენებული ღვინო ქარვისფერი ყვითელი, რომლიც ხასიათდება ჯიშური არომატებითა დაკარგად გამოხატული სხეულით.

man
ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ

ოჯალეში

მშრალი წითელი, ქვევრი

ახაშენი

ნახევრად ტკბილი წითელი

რქაწითელი

მშრალი თეთრი