სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკა

ჩვენ, მეღვინეობა ხარებას, როგორც წითელი და თეთრი სხვადასხვა სახეობის ღვინის ჩამომსხმელ კომპანიას, ღრმად გვწამს და გვჯერა რომ წარმატება დამოკიდებულია უვნებელი, მაღალი ხარისხის პროდუქტების წარმოებასა და მიწოდებაზე, რომლებიც აკმაყოფილებს საკანონმდებლო-მარეგულირებელ & დამკვეთისა და IFS FOOD სტანდარტის მოთხოვნებს.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მუდმივად ავამაღლოთ ბრენდის რეპუტაცია, დამკვეთის ნდობა და კმაყოფილება.

ჩვენ გვჯერა და ვამაყობთ რომ მეღვინეობა ხარებას თითოეულ თანამშრომელს კარგად აქვს გააზრებული თითოეული მათგანის როლი და მნიშვნელობა წარმოებული სურსათის უვნებლობის, ხარისხის, ავთენტურობისა და მარეგულირებელ & დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად.

კომპანიის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებებია:

▪ გათვალისწინებული იყოს სურსათის უვნებლობა & ხარისხთან, სურსათის დაცვასა და ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები კომპანიის საქმიანობებში და გამოყოფილი იყოს საჭირო რესურსი აღნიშნული საქმიანობების შედეგიანი განხორციელებისთვის

▪ ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული იყოს შედეგიანი HACCP სისტემა, სათანადო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკები, გამართული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე დანადგარები

▪ ორიენტირებული იყოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კულტურასთან დაკავშირებული საქმიანობების მუდმივ გაუმჯობესებაზე

▪ მიმართული იყოს პერსონალის კომპეტენციის ამაღლებაზე სათანადო ტრენინგების დაგეგმვით

▪ ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული იყოს შედეგიანი გარე და შიდა კომუნიკაციის არხები სურსათის უვნებლობის, ხარისხის, საკანონმდებლო და დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად სასურსათო ჯაჭვის გასწვრივ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან

▪ უზრუნველყოფილი იყოს კომპანიის მდგრადი ფინანსური მდგომარეობა სისტემის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის

▪ შენარჩუნებული იყოს გაყიდვების მდგრადი და მზარდი ტენდენცია ადგილობრივ, ექსპორტის არსებულ და ახალ ბაზრებზე

 

 

 

 ჩამოტვირთეთ დოკუმენტი