

სოვინიონი
მშრალი თეთრი
მშრალი თეთრი ღვინო სოვინიონი, დამზადებულია იმერეთში, მდინარე ყვირილას ხეობაში გაშენებული ფრნგული, სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან. ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინო გამოირჩევა ციტრუსისა და ტროპიკული ხილის სასიამოვნო არომატებით, რასაც თან სდევს ახლად გაკრეჭილი ბალახისა და წითელი წიწაკის მსუბუქი ტონები. ღვინოს ახასიათებს ზომიერი ალკოჰოლი, მსუბუქი მჟავიანობა და ხანგრძლივი დაბოლოება. მისი მირთმევა რეკომენდირებულია შემწვარ ქათმის ხორცთან, თევზთან, ზღვის პროდუქტებთან და ბოსტნეულთან ერთად.
ყურძნის ჯიში
სოვინიონი
რეგიონი
იმერეთი
ტექნოლოგია
კლასიკური
მოცულობა
750მლ