ვლადიმერ კუბლაშვილის ლექცია Kedge WIne School-ში
მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში კომპანიის მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი საჯარო ლექციის ფარგლებში შეხვდა KEDGE Wine School -ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
ლექცია მიეძღვნა როგორც ქართული ღვინის ისტორიის, ასევე ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციებისა და გამოწვევების გაცნობას.
მეღვინეობა ხარებას მიერ დეგუსტაციაზე შეთავაზებული პროდუქციის მრავალფეროვნებამ, სტუდენტებს საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა შეუქმნა ქართული ღვინის პოტენციალისა და განსაკუთრებულობის შესახებ.