ჩინელი ღვინის პროფესიონალთა გუნდი "მეღვინეობა ხარებაში"

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით “მეღვინეობა ხარებას” ესტუმრა ჩინელი ღვინის პროფესიონალთა გუნდი, მათ შორის ცნობილი ღვინის მაგისტრი, Dragon Wine Consulting-ის თანადამფუძნებელი Fongyee Walker MW.
სტუმრებმა მოინახულეს ყვარლის ღვინის გვირაბი, დააგემოვნეს უნიკალური ქართული ღვინოები და მონაწილეობა მიიღეს დეგუსტაციებსა და კულინარიულ მასტერკლასებში
სტუმრებს პროფესიონალური დეგუსტაცია მთავარმა მეღვინემ, ვლადიმერ კუბლაშვილმა ჩაუტარა