Hallgarten ვიზიტი "მეღვინეობა ხარებაში"
ტურის ფარგლებში “Hallgarten Wines”-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს "მეღვინეობა ხარებას" მარნები კახეთსა და იმერეთში, გაეცნენ ქართულ ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. სტუმრებს ჩაუტარდათ პროფესიონალური დეგუსტაციები და კულინარიული მასტერკლასები.