რქაწითელი
მშრალი თეთრი
ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინოს გააჩნია მსუბუქად გამოხატული ახალი ყვითელი ხილისა და ციტრუსის არომატები. საშუალო სიმაგრის, კარგად დაბალანსებულ ღვინოს თან სდევს ხალისიანი დაბოლოება.
მშრალი თეთრი
ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინოს გააჩნია მსუბუქად გამოხატული ახალი ყვითელი ხილისა და ციტრუსის არომატები. საშუალო სიმაგრის, კარგად დაბალანსებულ ღვინოს თან სდევს ხალისიანი დაბოლოება.
მშრალი თეთრი რქაწითელის მირთმევა რეკომენდირებულია როგორც თევზთან და ზღვის პროდუქტებთან ერთად, ისე ყველთან და ბოსტნეულთან ერთად.
მოხმარების სასურველი ტემპერატურა + 10 – 12˚C
რქაწითელი ადგილობრივი კახური ვაზის ჯიშია, რომელიც უნივერსალურია გარემო პირობებისადმი კარგი შეგუების მხრივ. ეს ჯიში სიმწიფის დაწყებიდან, თითქმის გადამწიფებამდე ინარჩუნებს შაქრიანობა–მჟავიანობის სასურველ შეფარდებას.
ჯიშური არომატები რქაწითელის ახალგაზრდა ღვინოში სუსტად არის გამოსახული, იგი მხოლოდ დაძველებისას ივითარებს ნაზ და სასიამოვნო ბუკეტს. დაძველებისას იცვლება ღვინის შეფერილობაც და ნაცვლად მომწვანო ჩალისფერისა, იგი ხდება ოქროსფერი.