საფერავი კლასიკური

მშრალი წითელი

მშრალი წითელი ღვინო საფერავი დამზადებულია საფერავის ყურძნის ჯიშისაგან, რომელიც მოყვანილია კახეთის რეგიონში. ღვინოს აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა. მას ახასიათებს განსაკუთრებული გემო, მკაფიოდ გამოხატული არომატიები და განვითარებული ჯიშური ბუკეტი.

ყურძნის ჯიში
საფერავი
რეგიონი
კახეთი
ტექნოლოგია
კლასიკური მეთოდი
მოცულობა
750მგ.
man

დააგემოვნეთ

საფერავის მირთმევა რეკომენდირებულის ბოსტნეულთან და ცხარე სოუსებით მომზადებულ ხორცის კერძებთან ერთად.
მოხმარების სასურველი ტემპერატურა + 16 – 18˚C.

საფერავი საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, რომელიც საუკეთესო მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ტექნოლოგიისთვის.
საფერავი თავისი საუკეთესო თვისებების წყალობით: ინტენსიური ფერით, სრული სხეულით, კომპონენტების ჰარმონიულობითა და სიძველეში ძლიერი ბუკეტით, მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

man
ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ

მცვივანი

მშრალი თეთრი ღვინო მცვივანი დამზადებულია მცვივანის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია კახეთის რეგიონში. კლასიკური მეთოდით დამზადებული ღია ჩალისფერი ღვინო ხასიათდება სასიამოვნო ჯიშური არომატებით და ყვითელი ხილის ტონებით, რასაც თან ახლავს დაბალანსებული სიმჟავე და გამყოლი გემო. ამ ღვინის მირთმევა რეკომენდირებულია თევზთან, ზღვის პროდუქტებთან და ფრინველის ხორცთან ერთად. მოხმარების სასურველი ტემპერატურა +10 - 12°C.

პრინცი გიორგი

მშრალი წითელი

ციცქა

მშრალი თეთრი